კორონავირუსი (COVID-19) 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა შეცვალა. ექიმები და მკლევარები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაუღალავად შრომობენ, რათა ეფექტურ წამალსა და პაციენტის მართვის სწორ ხერხებს მიაგნონ. აქედან გამომდინარე, კორონავირუსზე ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ახალ ინფორმაციას ვიგებთ.
ბოლო დროს საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვები:
ყველა ვირუსის მსგავსად, COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსიც (SARS-CoV-2) უნდა შეიჭრას უჯრედში, რათა გამრავლდეს და დაავადება გამოიწვიოს. უჯრედში შესაღწევად ეს ვირუსი ანგიოტენზინის გარდამქმნელ ფერმენტ 2-ს (ACE2) იყენებს. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი 2 კი მრავლადაა წარმოდგენილი საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენ ეპითელურ უჯრედებზეც.
სამედიცინო ვირუსოლოგიის ჟურნალში (Journal of Medical Virology) გამოქვეყნდა კვლევების მეტა-ანალიზი, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული 46 000 პაციენტის სიმპტომებია აღწერილი.
სტატიის მიხედვით:
ამავე ჟურნალში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ კვლევაზე დაყრდნობით, უმადობას პაციენტების დაახლოებით ნახევარი უჩიოდა. როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში კუჭ-ნაწლავის მხრივ ყველაზე ხშირი გამოვლინება ფაღარათი იყო, ხოლო პირღებინება უფრო ბავშვთა ასაკში აღინიშნებოდა. საინტერესოა ისიც, რომ COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივი ჩივილები, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების გარეშე.
ამავე კვლევების მიხედვით:
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად მნიშნელოვანია ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. ასევე, რეკომენდირებულია აბაზანაში ზედაპირების ხშირი წმენდა. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ტუალეტი, რომელიც შეიძლება ვირუსის გავრცელების წყარო გახდეს.
შეჯამებისთვის:
წყარო:
covid-101.org
onlinelibrary.wiley.com
journals.lww.com
onlinelibrary.wiley.com