რას ნიშნავს პიკის დაწევა?
პიკის დაწევა ინფექციის გავრცელების ტემპის შემცირებას ნიშნავს.
მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სისტემის რესურსები შეზღუდულია - შეზღუდულია პაციენტის საწოლების, ხელსაწყოების, აპარატურისა და პერსონალის რაოდენობა, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა.
პიკის დაწევის მცდელობით ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვა. ეს გააუმჯობესებს ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებული ადამიანების გამოჯანმრთელების შანსებს, დაგვეხმარება ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რესურსების შენარჩუნებაში და ასევე მოგვაგებინებს დროს, რათა წამოგვეწიოს ეფექტური მედიკამენტი და/ან ვაქცინა.
როგორ შეგვიძლია ჩვენ, საზოგადოებას, რომ ხელი შევუწყოთ პიკის დაწევას?
პირველ რიგში, იმის მიუხედავად, ქვეყანაში გამოცხადებულია თუ არა საგანგებო მდგომარეობა, უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია:
ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ ეს ვირუსი მართვადია.
დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, შეუწყოს ხელი „პიკის დაწევას“ და შეამციროს კორონავირუსის გავრცელების რისკი.
ეს ყველაფერი დღეს მითითებებისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით - სახლში დარჩენით, სოციალური დისტანცირებით, ხელების ხშირი დაბანითაა შესაძლებელი.
დღეს COVID-19-ის დასამარცხებლად, საზოგადოების მაღალი თვითშეგნება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამედიცინო პროფესიონალებისა და მთავრობის ძალისხმევა. დღეს ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.
გვახსოვდეს:
წყაროები: