იმის გაგება, გაქვთ თუ არა კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირებითაა შესაძლებელი.
როგორც საზოგადოებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი, კორონავირუსის (COVID-19) ყველაზე ხშირი სიმპტომებია ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელება, თუმცა ვირუსის სიმპტომები და მიმდინარეობა თითოეულ პაციენტში ინდივიდუალურია. ჩინეთის მონაცემებით, ჰოსპიტალიზაციისას კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებული პაციენტების მხოლოდ ნახევარს აღენიშნებოდა ტემპერატურის მატება, ზოგიერთს კი ცხელება ჰოსპიტალიზაციის მანძილზეც არ დაფიქსირებია. ინფიცირებული პირების მცირე ნაწილს ასევე აღენიშნებოდა ფაღარათი, გულისრევა, პირღებინება, სუნთქვის გაძნელება და ტკივილი გულმკერდის არეში.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, თუ თქვენ გაქვთ სასუნთქი გზების ინფექციის რაიმე სიმპტომი (ხველა, სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი) ტემპერატურის მატების გარეშე, შესაძლებელია, რომ, თქვენ გქონდეთ კორონავირუსი (COVID-19).
როგორ უნდა მოვიქცეთ სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში?
წყარო: