COVID-19-ის რამდენი შემთხვევაა აღწერილი?

ლიმიტირებული ტესტირების გამო, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით  COVID-19-ით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი სინამდვილეში გაცილებით  მეტია, ვიდრე ოფიციალურად არის დაფიქსირებული.

ეს მდგომარეობა შეგვიძლია აისბერგს შევადაროთ. წარმოვიდგინოთ, რომ, აისბერგის ხილული ნაწილი არის აღწერილი შემთხვევები, ხოლო მისი უმეტესი, წყლით დაფარული ნაწილი, ასახავს COVID-19-ით დაავადებული ადამიანების იმ რაოდენობას, რომლებიც ნებისმიერი მიზეზის გამო, არ არიან გამოვლენილნი. ამიტომ, ჩვენთვის უცნობია მათი არსებობა და შესაბამისად, ზუსტი რიცხვი. 

დღეისათვის არსებული მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.

ერთ-ერთი წყარო, რომელიც მუდმივად განიცდის განახლებას და გვამცნობს COVID-19-ის ყოველ ახალ აღწერილ შემთხვევას მთელ მსოფლიოში, არის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინტერაქტიული რუკა.

https://coronavirus.jhu.edu/map.html
 

მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ  თუ  რამდენი აღწერილი შემთხვევევაა და როგორია სტატისტიკა ამა თუ იმ ქვეყანაში.      
 


წყარო:

Covid-101.org